17 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
ხმაური ფოთის საკრებულოს სხდომაზე - "ენმ-ს" წევრი დარბაზში გახარიას თვალახვეული პლაკატით მივიდა

ხმაური ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე კვლავ შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა, რომელზეც ეწერა „გახარია წადი“. უკვე ბოლო რამდენიმე სხდომაა, ოპოზიციონერი დეპუტატი პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს და მოითხოვს, გავრილოვის სისხლიან ღამეზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს.

„უნდა წავიდეს საერთოდ ხელისუფლება, რომელმაც სიტყვის თავისუფლება აკრძალა. კომპიუტერში შედიხარ და ყველაფერს გიმოწმებენ, რას წერ და ქართული საიტები, რომ არის, არაფერი იხსნება, მარტო რუსულ საიტებზეა აგებული ჩვენი კომპიუტერი, ეს არ არის დიქტატურა?“ - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი საკრებულოს ყველა თანამშრომელი.​

ცხვიტარიას გამოსვლას უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა. ისინი "ენმ-ს" 9-წლიან რეჟიმს ახსენებენ და აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე ადამიანის უფლებები ქვეყანაში იყო დარღვეული.  

დღის ამბები