17 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
თურქეთში ზღვამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი გამორიყა

თურქეთში ზღვამ საქართველოს მოქალაქის ცხედარი გამორიყა. 24 წლის ლაშა მალანიას 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ის თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. ლაშა მალანია სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. გარდაცვლილი სოფელ არდაშენის მკვიდრია.

მის ოჯახს გადმოსვენების პროცედურებისთვის საჭირო თანხები არ აქვს. ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

დღის ამბები