"TV პირველის" მფლობელის, ვახტანგ წერთლის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებასთან პოლიტიკურ კავშირს ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია, გაიმიჯნოს პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესები.
„ჩვენი ინტერესის სფერო არ არის გამოძიება, ვის, როდის დაკითხავს, რა კითხვებს დაუსვამს ან რა სახის საგამოძიებო ღონისძიებებს ჩაატარებს. ჩვენი მიზანია, რომ გამოძიება წარიმართოს მაღალი გამჭვირვალეობისა და კომპეტენციის ფარგლებში დანარჩენი ღონისძიება, რაც იქნება ჩატარებული, ეს არის გამოძიების, როგორც კომპეტენცია ასევე პასუხისმგებლობა.
მე ვფიქრობ, რომ არასწორია, როდესაც ნებისმიერი საკითხი, რაც არ უნდა დაისვას ჩვენს ქვეყანაში გვინდა, რომ მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში იყოს განხილული. ერთმანეთისგან ყოველთვის უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივად პოლიტიკური პროცესები. ეს არის, ჩემი აზრით, სწორი ხედვა ამ მიმართულებით, “ -აცხადებს რატი იონათამიშვილი.
"ტვ პირველის" მფლობელი, ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ვატო წერეთელი აღნიშნავს, რომ პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა ამბობს, რომ კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. ვატო წერეთელი წერს, რომ "ტვ პირველს" არავის მოაგუდინებს.