17 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
გეგუთის ციხეში მოკლული ფარტენაძის საქმე - მსჯავრდებულის ოჯახი სააპელაციო სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება

2014 წელს გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი და ოჯახის წევრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმებიან.

მსჯავრდებულის მეუღლემ განაცხადა, რომ ფარტენაძის ცემაში მონაწილე რეალურ პირებს, რომელთა შორის იყვნენ ციხის მაყურებლები, პროკურატურამ ხელი დააფარა, რადგან საქმის ბოლომდე გახსნა თავად უწყების თანამშრომლებს დააყენებს საფრთხის წინაშე.

მსჯავრდებულის ადვოკატის, გიორგი გოგინავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, შოთა შანიძე გამოძიების დაწყების ეტაპიდან თანამშრომლობდა პროკურატურასთან და მან უშუალო მონაწილეობა მიიღო ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, თუმცა, პროკურატურა ახლა მალავს ამ მასალებს, რადგან მათი სრულად გასაჯაროებით საკუთარ ინტერესებს დააზარალებს.

ფარტენაძის მეუღლე კი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ყველა იმ პირს ეკისრება, ვინც დანაშაულის მონაწილე მაღალჩინოსნები დაუსჯელი დატოვა.

„შოთა შანიძე არ უნდა იხდიდეს დღეს მსჯავრს, უნდა იხდიდნენ ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც თქვენ დააფარეთ ხელი, ის პირები, რომლებსაც თქვენ მიეცით ქვეყნიდან მიმალვის უფლება  და შესაძლებელია თქვენც, რადგანაც დამალეთ ამხელა დანაშაული და დააყენეთ უკანონო მსჯავრი," - აცხადებს გიგა ფარტენაძის მეუღლე, სოფიო სლაბინსკაია.

დღის ამბები