17 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
არ დაინდოთ არავინ - კახა კალაძე მუნიციპალურ ინსპექციას მიმართავს

მყისიერი რეაგირება, არ დაინდოთ არავინ - კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალურ ინსპექციას აფრთხილებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიმკაცრე.

მისი თქმით, როცა საქმე ეხება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას რეაგირება მკაცრი უნდა იყოს.

მერიამ კონტრაქტორები უკვე გააფრთხილა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიები ფულადი სახდელით დაჯარიმდებიან.

„ჩვენ ყველა კონტრაქტორი გვყავს გაფრთხილებული,რომ უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული,შესაბამისად ვინც დაარღვევს ამ ზომებს - მყისიერი რეაგირება, არ დაინდოთ არავინ,“-განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები