ოზურგეთში, "ლიბერთი" ბანკის ფილიალში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
07-08-2019 14:49
ოზურგეთში "ლიბერთი" ბანკის ფილიალის შესასვლელში არსებული, ამავე ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს ქურდებმა.
გამოძიება სსკ-ის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.