17 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
„ჭორაობაა თუ საბჭოს სხდომაა? ვიღაც ავადმყოფს რაღაც მოუვიდა თავში..."- ხმაური იუსტიციის საბჭოს სხდომაზე

ხმაური იუსტიციის საბჭოს სხდომაზე. მოსამართლე წევრების გაღიზიანება ნაზი ჯანეზაშვილის შეკითხვას მოჰყვა. მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნუგზარ სხირტლაძეს, ერთ-ერთი მოქალაქის წერილი და მისივე შეკითხვა გააცნო. ნაზი ჯანეზაშვილმა იკითხა, ეხმარებოდა თუ არა ნუგზარ სხირტლაძე მიხეილ ჩინჩალაძეს გადაწყვეტილების დაწერაში.

„დახმარებიხართ, რომელიმე მოსამართლეს მაგალითად გადაწყვეტილების დაწერაში ან უთხოვიათ თქვენთვის ესეთი რამე, ესეთი შემთხვევა ყოფილა? ერთ-ერთმა მოქალაქემ მომწერა რომ მიხეილ ჩინჩალაძეს ეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაშიო,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეკითხვას საბჭოს წევრების გაღიზიანება მოჰყვა. მათ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებს ჭორაობა უწოდეს და თავის შეკავება ურჩიეს.

„ჭორაობაა თუ საბჭოს სხდომაა? მოქალაქემ მოგწერათ, ვიღაც ჭორაობს სრული ამ სიტყვის გაგებით, თქვენ არ უნდა იკადროთ,“-განაცხადა საბჭოს ერთ-ერთმა მოსამართლე წევრმა.

შეურაცმხყოფელ შეფასებებს საბჭოს მოსამართლე წევრები არც წერილის ავტორის მიმართ მორიდებიან.

„ვიღაც ავადმყოფს რაღაც მოუვიდა თავში. მას საზოგადოებად ასაღებთ ახლა?,“-მიმართა ნაზი ჯანეზაშვილს საბჭოს ერთ-ერთმა მოსამართლე წევრმა.

ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ პრეტენზიები გამოთქვა დიმიტრი გვრიტიშვილმაც. მისი თქმით, კითხვით ჯანეზაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა თავად კანდიდატსაც.

Image result for დიმიტრი გვრიტიშვილი„ეს არის კანდიდატის შეურაცხყოფა, როდესაც მოქმედ მოსამართლეს ეკითხები, მისივე განმარტებით რომელიღაც მოქალაქის შეკითხვას, რომ თურმე ერთი მოსამართლე მეორეს უწერს გადაწყვეტილებებს. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ერთმა მოსამართლემ მეორეს დაუწეროს გადაწყვეტილებები. ეს არის სამოსამართლო ეთიკის დარღვევაც, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაც. ანუ გამოდის, რომ ის მოსამართლე ვისაც გადაწყვეტილებას უწერენ, არის შეუფერებელი თავის თანამდებობისთვის. აქედან გამომდინარე სწორედ ამიტომ ასეთი შეკითხვის დასმა მიჩნეულ იქნა როგორც ბატონი ნუგზარის შეურაცხყოფად, ასევე იმ მოსამართლის შეურაცხყოფადაც, რომელიც თითქოს ამ დახმარების ადრესატი იყო,“-განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის საბჭოს წევრების რეაქცია ნაზი ჯანეზაშვილს არ გაჰკვირვებია. მისი თქმით, ირაკლი შენგელიასთვის და სერგო მეთოფიშვილისთვის მტკივნეულია მიხეილ ჩინჩალაძის ხსენება.

Image result for ნაზი ჯანეზაშვილი„ისინი პირდაპირ დავალებით არიან მოსული აქ, რომ უნდა დაიცვან თავიანთი ლიდერი, დაიცვან ჩინჩალაძე, მურუსიძე თუნდაც ხსენებისგან. მე უბრალოდ ვახსენე, შეკითხვა დავსვი, მეტი არაფერი გამიკეთებია თუმცა ამ შეკითხვის დასმაც კი იწვევს სერიოზულ გაღიზიანებას მათში,"-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა და აღნიშნა, რომ სამარცხვინოა ის რეპლიკები, რაც მათ დღეს სხდომაზე თქვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები