17 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
რუსეთი კლავს", "აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა" - "რუსეთი ოკუპანტიას" პერფორმანსი

"რუსეთი ოკუპანტიას" წევრებმა და მხარდამჭერებმა კიდევ ერთი აქცია-პერფორმანსი გამართეს. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წლის თავზე მოქალაქეებმა იუსტიცის სახლთან ხიდიდან ბანერები წარწერით "რუსეთი კლავს" და "აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა" გადმოფინეს.

ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რუსეთი ოკუპანტია.

„ჩვენი, როგორც „რუსეთი ოკუპანტიას“ მოძრაობის მთავარი როლი არის ის, რომ დღის წესრიგში ეს თემა იყოს და ყველას ვახსენებდეთ სულ, რომ ოკუპირებული ვართ, მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება ამ ქვეყანაში, ვინც საკუთარ სახლში ვერ ჩავა, ვისაც ბორდერიზაცია შეეხება, ვისაც რუსეთის ოკუპაცია შეეხება, მე მგონია, რომ მანამდე ჩვენც, იმ ადამიანებსაც, რომელსაც პირადად შეიძლება არ გვეხებოდეს ყოველ დღე ეს თემა, მაინც უნდა გვახსოვდეს და ამ ადამიანებს გვერდში ვედგეთ,“ - ამბობს მარიამ გეგუჩაძე.

დღის ამბები