17 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა სულ უფრო მცირე რჩება - ნინო ბურჯანაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა

11 წელი აგვისტოს ომიდან - „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა. ნინო ბურჯანაძემ ომში გარდაცვლილ გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ერთიანობისთვის  არცერთი ნაბიჯი წინ არ გადადგმულა. მისი თქმით, ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა სულ უფრო იკლებს.

„მინდა, პირველ რიგში, კვლავ ქედი მოვიხარო ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც თავი შესწირა სამშობლოსათვის ბრძოლას, მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს გმირების გაზრდისათვის, ვუთანაგრძნო იმიტომ, რომ ეს ისეთი ტკივილია, რომელიც წლების გასვლის მიუხედავად, მხოლოდ მატულობს და არ იკლებს. მიუხედავად იმისა, რომ 11 წელია გასული ამ ტრაგედიის შემდეგ, არაფერი არ გაკეთებულა იმისთვის, რისთვისაც რეალურად ეს ახალგაზრდები იბრძოდნენ, ანუ საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისათვის. არცერთი ნაბიჯი არათუ წინ არ გადადგმულა, არამედ ჩვენ ყოველდღიურად უკან ვდგამთ ნაბიჯებს და სულ უფრო მცირე რჩება პერსპექტივა ქვეყნის გამთლიანების,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

დღის ამბები