ექსპერტიზის ბიუროს დასკვნასა და ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელების განცხადებაზე განმარტებას აკეთებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი. პაატა სალიას თქმით, საუბარი იმაზე, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ დასკვნა გააყალბა აბსურდულია. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროს ჰქონდა საკმარისი მასალა იმისთვის, რომ დაედგინა იყო თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხალვაშის ნამდვილი ხელმოწერა.
სალიას თქმით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტზე, რომლითაც აპელირებს ირაკლი ოქრუაშვილი, რომ "რუსთავი2" მისი საკუთრებაა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია.
"ჩვენ წარვადგინეთ დოკუმენტები საბაზო დეკლარაციები, როდესაც ქიბარ ხალვაში შემოდიოდა და ადეკლარირებდა გარკვეულ თანხებს,რომელიც მას შემოჰქონდა, რომელიც განხორციელებულია სხვადასხვა დროს და რომლის გადამოწმება თავისუფლად შესაძლებელია, შესაბამის საგადასახადო ორგანოდან დოკუმენტების ამოღებით. აქ საუბარია, გაყალბებაზე, ანუ ოქრუაშვილის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექსპერტიზის ბიურომ რაღაც გააყალბა, აბსურდულია ასეთი განმარტება.
"ექსპერტიზამ დაადგინა შემდეგი რამ, იმ დოკუმენტზე, რომელითაც აპელირებს ირაკლი ოქრუაშვილი და ამბობს, რომ ამით დასტურდება ქიბარ ხალვაშს მისი ვალი ჰქონდა და ასევე დასტურდება მისი უფლებები სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ზე ხელმოწერა შეასრულა ქიბარ ხალვაშმა.
წინასწარ, რატომღაც, მან რამდენიმე ექსპერტს დაუკვეთა დასკვნა და შესადარებლად მხოლოდ ერთი დოკუმენტი იქნა გამოყენებული, მაშინ როდესაც სასამართლოში საქმის აღიძვრის შემდეგ ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტიზის ჩატარება, მეორე მხარე დაგვეთანხმა,რ ომ ეს ყოფილიყო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ჰქონდა რამდენიმე ათეული ხელმოწერა ქიბარ ხალვაშისა, რომელიც იქ მივიდა და რეალურად განახორციელა ეს ხელმოწერები. შესაბამისად უკვე ჰქონდა უფრო მეტი შესადარებელი მასალა რის საფუძველზეც დაადგინა,რომ იმ დოკუმენტზე, სადაც მითითებულია ქიბარ ხალვაშის დავალიანება და „რუსთავი2“-თან ირაკლი ოქრუაშვილის თითქოს უფლებები, არ არის განხორციელებული ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა,“-აცხადებს სალია.