17 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
ივანიშვილი კამერების წინ გამოჩნდა - "ოცნების" ლიდერი აბასთუმანში, ტაძარში წირვას დაესწრო

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში იმყოფებოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო. დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა. ინფორმაციას და ვიდეომასალას "ქართული ოცნება" Facebook გვერდზე ავრცელებს. 

მეუფე თეოდორემ მრევლს სიტყვითაც მიმართა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს აბასთუმნის ეპარქიაში არაერთი ტაძრის მშენებლობასა თუ რესტავრაციაში მიუძღვის წვლილი.

მრევლს წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღე თავად ბიძინა ივანიშვილმაც მიულოცა.

„წმინდა პანტელეიმონი გახლდათ უანგარო მკურნალი. თითოეულ თქვენის ოჯახს მივულოცავ ამ დღეს. აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ჩვენ თითოეულმა უნდა მოვახერხოთ, მუხლჩაუხრელი შრომით, საქართველო გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. დავიწყოთ აბასთუმნით, მოვდოთ ეს მთელ საქართველოს,” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღესვე, ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად, აბასთუმანში მდებარე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრო. 

 

 

დღის ამბები