საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სოციალური ქსელის ფეისბუქის გვერდზე Spend your summer in GEORGIA - საქართველოს რეკლამირების მიზნით განათავსა ფოტო. ამ ფოტოთი პრეზიდენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, ზაფხული საქართველოში გაატარონ, თუმცა ფოტოზე ფოკუსი არეულია და არაფერი ჩანს.
სავარუდოდ, პრეზიდენტმა ფოტო ვერტმფრენიდან გადაიღო, როდესაც ორფოლოს პოლიგონიდან თბილისში ბრუნდებოდა.