17 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
„ეს არის ბრძოლა საქართველოს ინტერესებისთვის რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა" - ნიკა გვარამია აქციაზე მივიდა

ბრალის დადგენილების გაცნობის შემდეგ ნიკა გვარამია რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც უკვე 51 დღეა, ახალგაზრდების აქცია მიმდინარეობს.

დღეს სპეციალური ტელეგადაცემის სტუმარი, რომელიც რუსთაველის გამზირიდან სოციალურ ქსელით გადის ეთერში, "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორია. ნიკა გვარამიას განცხადებით,  უნდა დაისაჯოს არა მხოლოდ ის, ვინც უკანონო დავალებას გასცემს, არამედ ისიც, ვინც ამ უკანონო დავალებებს ასრულებს და ეს პრეცედენტები ქვეყანაში უნდა შეიქმნა.

„ეს არის ბრძოლა საქართველოს ინტერესებისთვის რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა და აქ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ვეთანხმები სააკაშვილს, წესებს, პირველ რიგში, უნდა იცავდეს მთავრობა, როცა მთავრობა თამაშობს წესების გარეშე, მის მიერ მოთხოვნილი, თუნდაც კანონებში განმტკიცებული წესები, შესასრულებლად სავალდებულო არ არის.

შემსრულებლები ყველა ხელისუფლების პირობებში შეასრულებენ უკანონო დავალებას. თუ არ გაჩნდა დასჯის პრეცედენტი უკანონო დავალების შემსრულებლის და ეს ხალხი თუ არ გაიწმინდა, ყოველთვის იარსებებს ეს ფენა. სავარაუდოდ, ერთი და იმავე ადამიანებისგან შემდგარი, რომლებიც უკანონო დავალებებს ასრულებენ. 

სინამდვილეში ეს ხალხია ქვეყნის მთავარი მტერი, ის ხალხი კი არა, ვინც უკანონო დავალებებს იღებენ იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღება არ არის მისი აღსრულება,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

ამავე თემაზე
დღის ამბები