საპროტესტო აქცია ბათუმში - მოქალაქემ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო. უჩა ოქროპირიძის თქმით, 20 ივნისის მოვლენები ხელისუფლებისგან ხელოვნური პროვოკაცია იყო და მოქალაქეები უსაფუძვლოდ დააკავეს.
ის ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვს, რათა საკუთარი შეხედულებები დააფიქსიროს. აქციის მონაწილის თქმით, ქვეყანაში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობა უნდა შემცირდეს.
„ხელისუფლებას დაკარგული აქვს ყოველგვარი კონტაქტი ა მოწყვეტილია რეალობას და ჰგონია, რომ ეს ყველაფერი სხვისი ბრალია,“ - განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, უჩა ოქროპირიძემ.