საქართველო-აზერბაიჯანი საზღვართან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან დაფიქსირდა. ეპიცენტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზაქათალის ოლქია.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდას მიაღწია.
მორიგე სეისმოლოგი, ლევან გოგუა ამბობს, რომ მიწისძვრის შემდეგ აფთერშოკებია მოსალოდნელი.
რაც შეეხება მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ზიანს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის არანაირი შეტყობინება მოქალაქეების მხრიდან არ დაფიქსირებულა.
„ბოლო მონაცემებით, არც 112-ში, არც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რაიმე შეტყობინება ნგრევასთან, დაზიანებასთან ან დაზარალებულთან დაკავშირებით არ შემოსულა ამ დროისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.