17 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა.

ეპიცენტრი ზაქათალის რაიონში იყო, თუმცა ძლიერ ბიძგებს ნგრევა არც აზერბაიჯანში და არც საქართველოში არ მოჰყოლია. ეპიცენტრი კახეთთან ახლოს იყო, თუმცა კონკრეტული ზიანის შესახებ უცნობია. გეოლოგები განმეორებითი ბიძგების ალბათობას არ გამორიცხავენ.

„ზუსტად ის ეპიცენტრული ზონაა, სადაც 2012 წელს დაიწყო ინტენსიური მიწისძვრები. კავკასიონს ეს ახასიათებს,“ - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ.

დღის ამბები