თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე ავტომობილი იწვის. დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობა გადაკეტილია.
ადგილზე სასწრაფო და სახანძრო ბრიგადები, ასევე პოლიციის ეკიპაჟები არიან არიან მობილიზებული. ცეცხლი მსუბუქ ავტომობილს მოძრაობისას გაუჩნდა. როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მგზავრებმა ავტომობილიდან გადმოსვლა შეძლეს.