17 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
"ახალ ლიდერთა ინიციატივა" - საქართველოში ახალი პლატფორმა შეიქმნა

"ახალ ლიდერთა ინიციატივა" - საქართველოში ახალი პლატფორმა შეიქმნა. დღეს საზაფხულო სკოლის პირველი, 3 დღიანი სესია გაიხსნა. პროექტი ჯამში 500-მდე ახალგაზრდას აერთიანებს და მისი მიზანია, ახალგაზრდებში, ლიდერული თვისებების განვითარება და არაფორმალური განათლების მიღება.

სემინარში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობენ. სესიებს სხვადასხვა უცხოელი ექსპერტები უძღვებიან. 

„დავიწყეთ ახალ ლიდერთა ინიციატივა საქართველოში. ეს არის სკოლა, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევკრიბოთ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები. აქ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს საქართველოში. ეს სკოლა ხელს შეიწყობს ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდის გამოვლენას. ასევე, მათ საშუალება ექნებათ ჩაერთონ და გაანალიზონ პოლიტიკური პროცესები და მიიღონ არაფორმალური განათლება“ - განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა, ქრისტინა პუშოუმ.

ესტონეთის ყოფილი ელჩი ბრიტანეთში, ერიკ-ნილს კროსი ახალი პლატფორმის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„დღეს სემინარი ჩაუტარდათ საქართველოს მომავალ ლიდერებს, რომელიც ძირითადად ეხებოდა პოლიტიკისა და დემოკრატიის განვითარებას. ჩვენ ვისაუბრეთ როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ფორუმი განსაკუთრებულია, რადგან ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ისწავლონ უფრო მეტი და ესაუბრონ ერთმანეთს, რაც ძალიან დაეხმარებათ მომავალში“ - განაცხადა ერიკ-ნილს კროსიმ.

 

 




დღის ამბები