"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ. მხარდამჭერებს ამჯერად ისინი თელავში შეხვდნენ.
პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საუბარი შეეხო როგორც გასული არჩევნების ანალიზს, ასევე სამომავლო გეგმებს.
„ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი არის, დავჯდეთ, დავილაპარაკოთ, გავაანალიზოთ 2018 წელი. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რის შედეგად მივაღწიეთ ამ ფანტასტიურ შედეგებს კახეთში. სადაც ყოველთვის გვიჭირდა პრინციპში და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ 2020 წლისთვის. საერთოდ, იცვლება პარტიაში ურთიერთობის სტილი. ჩვენი შეკრებები ცერემონიურ და პროტოკოლურ ხასიათს კი არ ატარებს, ეს არის ღია, გახსნილი საუბარი სადაც პარტიის წევრები გვეუბნებიან რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ. რას ელოდებიან ჩვენგან. ამაზე სასარგებლო არაფერი არ არის სანამ არ მივალთ ჩვენ ამომრჩეველთან,“-განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.