17 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
"კომპანიის გაკოტრება ხდებოდა წლების განმავლობაში" - სალია გვარამიას სასამართლოში უჩივლებს 

პაატა სალია "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს სასამართლოში უჩივლებს. განცხადება ამის შესახებ, "რუსთავი2"-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.. 

მისი თქმით, მას შემდეგ რაც შეისწავლა დოკუმენტაცია გაჩნდა ეჭვი, რომ ნიკა გვარამია ცდილობდა გაეკოტრებინა კომპანია.

სალია ამბობს, რომ მაშინ, როდესაც "რუსთავი 2"-ის აქტივებს ყადაღა ედო და შემცირებული იყო შემოსავლები, გაიზარდა კომპანიის ხარჯები.

პაატა სალია მენეჯმენტის მხრიდან აღებულ დიდ რაოდენობის პრემიებზე საუბრობს. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიასგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. 

„ყველაფერი ეს გვაძლევს, იმ ეჭვის საფუძველს, რომ კომპანიის გაკოტრება ხდებოდა წლების განმავლობაში. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაშ მისი ფიდუციური ვალდებულებების დარღვევის გამო. კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“-განაცხადა პაატა სალიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები