17 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე" - სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებელები პოტენციურ მყიდველებს მიმართავენ 

ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას, „რუსთავი 2“-ის გაყიდვის შესახებ, ტელეკომპანიის დამფუძნებლები ეხმაურებიან. სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებელი, ჯარჯი აქიმიძე მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება წინასწარ შეთანხმებული და მოლაპარაკებულია, თუ ვინ უნდა შეიძინოს "რუსთავი 2" და ვინ გახდება კომპანიის მფლობელი. 

ჯარჯი აქიმიძე არ გამორიცხავს, რომ საქმე იყოს კიდევ ერთი სცენარის განვითარებასთან, რომლის მიხედვით, "რუსთავი 2" ბრძოლაში ან უნდა დაიღუპოს ან საკუთარ ბედს შეეგუოს.  

Image result for ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე წინასწარ შეთანხმებულია და მოლაპარაკებულია, ვინ უნდა შეიძინოს და უბრალოდ ამ ყველაფერის რაღაც ლეგალიზაცია და გაპრავება მიმდინარეობს, რომ ეს ყველაფერი ხალხის თვალში გამოჩნდეს, როგორც გამჭვირვალე პროცესი, ან კიდევ მეორე არის, რომ უბრალოდ ადამიანი რომელიც შედიოდა "რუსთავი 2"-ში, ყველა ეუბნებოდა და თვითონაც გადასარევად იცოდა, რომ ამ კომპანიას ჰქონდა ძალიან სერიოზული ვალები. შესაბამისად, ის მაინც უნდა ეფიქრა, რომ რანაირად შეიძლებოდა გაძღოლოდა ამ კომპანიას და გაესტუმრებინა ეს ვალები. იმის თქმა, რომ გაცილებით უფრო მეტი აღმოჩნდა ვალები, შესაძლებელია, მაგრამ ყველამ გადასარევად იცოდა 7 წლის განმავლობაში, რომ გადასახადების გადახდა არ ხდებოდა, რომ იქ რაღაცები არ ხდებოდა ა.შ... როგორც ჩანს, ეს არის რაღაც გარკვეული სცენარი, რომელიც როგორ განვითარდება და რა მოხდება, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს კიდევ ერთი ნაბიჯი იქითკენ რომ ან დაღუპოს, ასე ვთქვათ, ბრძოლაში "რუსთავი 2", ან კიდევ შეეგუოს თავის ბედს“ - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი კომპანიის ყიდვის სავარაუდო მსურველებს მიმართავს, არ იყიდონ სამაუწყებლო კომპანია, რადგან ისინი არ იქნებიან მისი კეთილსინდისიერი მფლობელები. 

დავით დვალი ფიქრობს, რომ უკვე გადაწყვეტილია ვინ იყიდის „რუსთავი 2“-ს. 

Image result for დავით დვალი„კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა მსურველს, რომელიც ალბათ წინასწარ არის ცნობილი და ალბათ უკვე გადაწყვეტილია თუ ვინ იყიდის "რუსთავი 2"-ს. მინდა რომ გავაფრთხილო, რომ ეს არ იქნება მისი კეთილსინდისიერი მფლობელობა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე და ჩვენ დავუმტკიცებთ დღევანდელ მფლობელსაც და ხელისუფლებასაც, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც დაზარალდა სინამდვილეში და სამართლიანობის აღდგენა იქნება ის, რომ "რუსთავი 2" დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს. ის რომ "რუსთავი 2"-ს ვალები აქვს და საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იქნება ამის ყიდვა თავის ვალებიანად ეს ერთმნიშვნელოვანია, რომ ეს ბიზნესისთვის შეიძლება არა მიმზიდველი იყოს, თუმცა აქედან გამომდინარე, ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ინტერესი იქნება“ - აცხადებს დავით დვალი.

ამავე თემაზე
დღის ამბები