17 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
მიზანი იყო დამკვეთისა, ვინც დაავალა ქიბარ ხალვაშს, რომ ტელეკომპანია ჩაეგდო ხელში და შემდგომ ეს ტელეკომპანია გაეყიდა - ზვიად ქორიძე  

მიზანი იყო დამკვეთისა, ვინც დაავალა ქიბარ ხალვაშს, რომ ტელეკომპანია მოეპოვებინა, ჩაეგო ხელში და შემდგომ ეს ტელეკომპანია გაეყიდა - ასე შეაფასა ჟურნალისტმა, ზვიად ქორიძემ, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გაყიდვის შესახებ.

ჟურნალისტი, ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ დამკვეთის მიზანია, "რუსთავი 2" მედია ბაზარზე აღარ იყოს. 

„ყველაზე უპასუხისმგებლო სცენარს, უპასუხისმგებლო ვარიანტს მოვლენების განვითარებისას ვუყურებთ დღეს, როდესაც „რუსთავი 2-ის" ლეგალური მეპატრონისგან, ქიბარ ხალვაშისგან ვიღებთ ინფორმაციას, რომ მას უნდა "რუსთავი 2" გაყიდოს. ანუ, მან იმისთვის იბრძოლა, იმიტომ „აღიდგინა“ თავისი უფლებები როგორც მესაკუთრემ, რომ შემდგომ ეს ტელევიზია გაეყიდა. რეალურად, არსი ამ უპასუხისმგებლობისა, იმაში მდგომარეობს, რომ მისი მიზანი საერთოდ არ იყო ამ საქმეში არაფერი, მიზანი იყო დამკვეთისა, ვინც დაავალა ქიბარ ხალვაშს, რომ ტელეკომპანია მოეპოვებინა, ჩაეგდო ხელში და შემდგომ ეს ტელეკომპანია გაეყიდა. ანუ მიზანი, რეალური დამკვეთისა და ამ შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ან მთავრობა, ან პირადად ბიძინა ივანიშვილი, იყო ის, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აღარ ყოფილიყო მედია ბაზარზე, არა თუ იმ შინაარსით, როგორიც მას ჰქონდა, არამედ საერთოდ ეს ტელეკომპანია არ ყოფილიყო, იმიტომ რომ ტელეკომპანიის გაყიდვა უკვე ავტომატურად ნიშნავს, ყველაფრის გამოცვლას, მათ შორის იმ შემადგენლობისაც, ჟურნალისტური, ოპერატორული პროდიუსერული, რომელიც დღეს ამ ტელეკომპანიას ჰყავს,“ - აცხადებს ზვიად ქორიძე.

დღის ამბები