დღეს დიდგორობაა. ადგილზე სადაც დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომი მოიგო, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. სცენაზე გაცოცხლდა დავით აღმაშენებლის ეპოქა. დიდგორობას პრემიერი და მმართველი გუნდის სხვა წევრები დაესწრნენ.
„დიდგორის ველი არის მაგალითი ქართველთა ერთიანობის, თავდადების და ჩვენი პატრიოტიზმის. მე როგორც რიგითი ქართველი და თითოეული თქვენთაგანი ყოველთვის განსაკუთრებულ კავშირს გრძნობს ამ ველთან,“-განაცხადა მამუკა ბახატაძემ.