17 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც დაინტერესდება და ფულს ჩადებს "რუსთავი 2-ში," მას ექნება გარანტიები მთავრობის მხრიდან - ეკა გიგაური

ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ის „რუსთავი 2-ს" ყიდის, არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვებს აჩენს. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ დღეს ნაკლებად ეგულება ბიზნესმენი საქართველოში, რომელიც გადაწყვეტილებას ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს და შეიძენს კომპანიას, რომელსაც დიდი ოდენობით ვალები აქვს. მისი თქმით, თუკი ვინმე კომპანიის შეძენის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, მას ხელისუფლებისგან, დიდი ალბათობით, გარანტიები ექნება.

„იმის გათვალისწინებით, რომ დვალის და აქიმიძის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში და ეჭვი მაქვს, რომ ეს გამოძიება ნამდვილად არ დასრულდება ერთ კვირაში, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ოქრუაშვილის განცხადებები მიმ დოკუმენტთან დაკავშირებით, სადაც ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაა, იმის გათვალისწინებით, რომ კიწმარიშვილის ოჯახის წევრებიც ფაქტიურად აპირებენ "რუსთავი 2-ის" მფლობელობასთან დაკავშირებით თავისი განცხადების გაკეთებას და ამისთვის ბრძოლას, ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ რომ ის ადამიანი, რომელიც დაინტერესდება და ფულს ჩადებს "რუსთავი 2-ში," მას ექნება გარანტიები მთავრობის მხრიდან, რომ არც ერთი ამ საქმიდან, არანაირი შედეგი არ გამოვა, შესაბამისად, ამ ახალ მფლობელს არანაირი პრობლემები არ შეექმნება და ამის გარანტიის მიცემა მხოლოდ ხელისუფლების შეუძლია. შესაბამისად, ამ ადამიანს ან ექნება გარანტიები ხელისუფლების მხრიდან, ან მას ექნება სხვა შემოთავაზება ხელისუფლების მხრიდან, რის შედეგად იგი გადაწყვეტს „რუსთავი 2-ის" ყიდვას“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი კი აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, მედიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა. 

„აქ აქვს გარკვეულ ეჭვებს საფუძველი იმისა, რომ გარკვეული სცენარით ხორციელდება ეს ყველაფერი და წინასწარ დაგეგმილი შესაძლებელია ყოფილიყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ასე უცბად გადაწყვეტილების მიღება... ცხადია ბატონი ქიბარი ბიზნესმენია, ის ტელევიზიას უყურებს თავის თავად, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ მიმართულებას, მაგრამ ამავდროულად, აქ ძალიან ბევრი საფრთხეები ჩნდება რადგან ვის ხელში მოხვდება ტელევიზია, რომელიც იყო კრიტიკული როგორი იქნება ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა, ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.

 

დღის ამბები