17 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
ძალადობის მსხვერპლი გოგონები - 10 წლის მოზარდი "კურიერს" უმძიმეს ისტორიას უყვება

ოჯახური ძალადობის უმძიმესი ისტორია, რომელსაც "კურიერს" 10 წლის გოგონა უყვება. ბავშვები ძალადობაში დედას ადანაშაულებენ.  მოზარდი იმ დროს იხსენებს, როდესაც ის და მისი უფროსი და დედასთან ერთად ცხოვრობდნენ. ამბობს, რომ დედის ოჯახში ხშირად სცემდნენ და საჭმელს არ აჭმევდნენ. ბავშვები იძულებულები ხდებოდნენ პურის ნატეხი მოეპარათ, რასაც ჩუმად ჭამდნენ. 

10 წლის მსხვერპლი ყვება, რომ დედამ მამის ხსენება აუკრძალათ და მშობლებთან კომუნიკაციის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

ამ მძიმე ისტორიიდან ირკვევა, რომ ბავშვები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. გოგონები, რომელიც დედასთან იზრდებოდნენ, მამის ოჯახმა წამოიყვანა და შემდეგ დედას მათი ნახვა აუკრძალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღმასრულებელმა ბავშვები ისევ დედის ოჯახში საცხოვრებლად გადაიყვანა.

გოგონების მამამ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მეორე ინსტანციაზე პროცესი მორიგებით დასრულდა. ერთი გოგონა დედას მიაკუთვნეს, მეორე კი მამას.

გოგონების დედის ოჯახში ცემის და სასტიკად მოპყრობის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ. ბებია ამბობს, რომ მოზარდს ძალადობის შესახებ მამის ზეწოლით ალაპარაკებენ.

მოზარდების მამის დედა ამბობს, რომ ბავშვზე ძალადობის შემთხვევის შესახებ პოლიციას არაერთხელ აცნობეს, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. ასევე საქმის კურსში ჩააყენეს სოციალური მომსახურების სააგენტოც. 

გოგონების ბებია შიშობს, რომ 12 წლის მოზარდს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დედასთან დარჩა, საფრთხე ემუქრება. 

დღის ამბები