17 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
საპენსიო სესხი 36%-ში - შიმშილისთვის განწირული ხანდაზმულები

შიმშილისთვის განწირული ხანდაზმულები - ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მცხოვრები პენსიონერების ნახევარს, "ლიბერთი ბანკიდან" პენსია წინასწარ აქვს აღებული. სოხუმიდან დევნილმა მარიამ ძანძავამ მომდევნო 4 წლის განმავლობაში საპენსიო სესხი უნდა იხადოს. პენსიონერს კუთვნილი 200 ლარი არც საკვებისათვის ჰყოფნიდა და არც მედიკამენტებისთვის. ამიტომ საპენსიო სესხი გამოიტანა, წლის განმავლობაში „ლიბერთი ბანკს" უპრეცედენტოდ მაღალ, 36 %-ს უხდის.

ისედაც მწირი პენსიიდან, ახლა ნახევარი რჩება და პრაქტიკულად შიმშილობს. მის მსგავსად, კიდევ უამრავი პენსიონერია, რომელმაც წინმსწრებად აიღო სესხი.

საქართველოში ჯამში, 754 ათას 165 პენსიონერია. „ნეტ გაზეთის“ მონაცემებით, აქედან 380 თას 403 საპენსიო სესხი აქვს აღებული, ანუ პენსიონერების ნახევარი, ყოველთვიურად 200 ლარსაც ვერ იღებს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ უსამართლოდ მაღალია 36%,  რომელსაც „ლიბერთი“ ბანკი სესხში სოციალურად ყველზე დაუცველ მოქალაქეებს ახდევინებს. არადა საპენსიო სესხი ყველაზე მეტად რისკის შემცველია, რადგან ბანკმა იცის, რომ ბიუჯეტიდან პენსიონერი ფულს გარანტირებულად მიიღებს და აქტივის დაკარგვის რისკი, პრაქტიკულად არ აქვს.

მესამე სექტორში საუბრობენ, რომ წინმსწრებად, აღებული პენსია ყველაზე სარისკო სესხია. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ 36%-ის ფაქტორი ბაზარზე კონკურენციის არქონით და რისკითაა განპირობებული. „ლიბერთისექსკლუზივითა და მონოპოლიით ბანკი პროცენტის დაწესებას თავადვე წყვეტს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჯამში 754 165 პენსიონერია, აქედან 580 403 მათგანს საპენსიო სესხი აქვს აღებული. ზოგიერთი მათგანი თვეობით, ზოგიც კი წლობით ელოდება კუთვნილი 200 ლარიანი პენსიის სრულად ჩარიცხვას.

ავტორი: ემა გოგოხია. 

დღის ამბები