17 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
ნიკა გვარამიას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

სააპელაციო სასამართლოში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს დღეს ნიკა გვარამიას ადვოკატი. თუმცა "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, უფლებადამცველს სასამართლოს სამართლიანობის იმედი არ აქვს.

„მე არ მაქვს პოზიტიურ მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლო ძირეულად შეცვლის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ალბათ დატოვებს უცვლელად და არ განიხილავს ამ საჩივარს. თუმცა ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩენ ამას არ გავასაჩივრებთ. ჩენ მაინც გავასაჩივრებთ, რათა გამოვიყენოთ ყველა  ზომა,“- განაცხადა ადვოკატმა.

40ათას ლარიანი გირაოს გადახდა სასამართლომ გვარამიას შაბათს, გვიან ღამით დააკისრა და თანხის გადასახდელად ერთთვიანი ვადა მისცა.

გვარამია ბრალდებას არ აღიარებს და თანხის გადახდაზე პრინციპულად უარს ამბობს. მას ასევე აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე.

დღის ამბები