17 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
საკმაოდ რთული საქმეა, თუმცა ძალისხმევას შესაბამისი სამსახურები არ დააკლებენ - თალაკვაძე ტვ პირველზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე

პარლამენტის თავმჯდომარე ტვ "პირველზე" განხორციელებულ კიბერთავდასხმასა და ხელისუფლების კავშირებზე საუბარს დაუშვებლად მიიჩნევს. მისი თქმით, ასეთი პარალელების გავლება იქნება სპეკულაცია.

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ახლა ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს.

„თუ მოხდა კიბერშეტევა და კიბერთავდასხმა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის რათა ეს დანაშაული,  თუ ის მოხდა იყოს გამოძიებული სათანადოდ. ეს არის კომპლექსური, საკმაოდ რთული საქმე  და რთული სფეროა გამოძიებისთვის, თუმცა ძალისხმევას შესაბამისი სამსახურები არ დააკლებენ,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უკვე ათი საათია „ტვ პირველი“ ავარიულ რეჟიმში მუშაობს. დამოუკიდებელ ტელევიზიას დაკარგული აქვს წვდომა, მთავარ სერვერზე, ვიდეო არქივზე და ყველა იმ ვიდეომასალაზე რომელსაც არხი უკვე ხუთი წელია აგროვებს. კიბერთავდასხმის შემდეგ ტვ "პირველმა" ისევ ვერ შეძლო საინფორმაციო გამოშვების ეთერში გაშვება. მაუწყებლობა მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები