17 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
„მე ამას გავასაჩივრებ ყველგან, ყირაზე დავდგები" - ნინო ჯანგირაშვილი ფინანსთა მინისტრის ინიციატივას უსამართლოს უწოდებს

უსამართლო გადაწყვეტილება და არათანაბარი გარემო - ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას მსხვილი ტელეკომპანიებისთვის ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი გამოეხმაურა.

ნინო ჯანგირაშვილი ვანო მაჭავარიანის ინიციატივას უსამართლოს უწოდებს და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. 

ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი რესტურქტურიზაცია მოხდება და მსხვილ ტელეკომპანიებს ვალებს ჩამოაწერენ, მცირე ზომის მედიასაშუალებები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან.

„მე ამას გავასაჩივრებ ყველგან, ყირაზე დავდგები, იმიტომ რა გამოდის, ჩვენ იდიოტები ვართ, ვინც ვიხდით, ეს რა კონკურენტული ვითარებაა? გამოდის, რომ იქნება სულ ლიდერი ხომ? ლიდერი არხები არ უნდა იხდიდნენ გადასახადს? ეს რა სამართლიანობაა? ივანიშვილის არის სამივე არხი, მაესტრო, იმედი და რუსთავი 2. ადგეს ივანიშვილმა და სასწრაფოდ შეიტანოს ბიუჯეტში იუს 56 მილიონი, რაც ჯამში გამოდის. არანაირი რესტრუქტურიზაცია, ხომ უნდოდა „რუსთავი 2“? „იმედი“, „მაესტრო“ ხომ არის მისი? ბიძინა ივანიშვილმა გადაიხადოს ბიუჯეტში, მისი ტელევიზიების მიერ დაგროვილი 56 მილიონი ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე პირადად წამოვიწყებ უდიდეს სკანდალს ამ ქვეყანაში“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

დღის ამბები