17 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
სადილი მინისტრის სურვილით - თავდაცვის სამინისტრომ სამ რესტორანს ტენდერის გარეშე 300 ათას ლარი გადაურიცხა

სადილი მინისტრის სურვილით - თავდაცვის სამინისტრომ, სამ რესტორანს ტენდერის და პირობების გარეშე, 300 ათას ლარი გადაურიცხა. 2 აგვიტოს გაფორმებული სამი ხელშეკრულებით, სამინისტრომ წინასწარ გათვალა, რომ წლის ბოლომდე რესტორნებში 300 ათას ლარს დახარჯავს. სამ მსხვილ სარესტორნო ქსელთან კონტრაქტი ლევან იზორიამ ტენდერის გარეშე გააფორმა. რა ნიშნით შეარჩიეს კომპანიები, დოკუმენტაციაში არ ჩანს, რაც აჩენს ეჭვს, რომ მინისტრმა სადილი და ვახშამი იმ ადგილებში შეუკეთა, რომელიც თავად მოსწონს.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთვის, სუფრებს წლის ბოლომდე გაშლის, „ემ ჯგუფია“. ის ხელისუფლების ფავორიტია და 7 წლის განმავლობაში მასთან „ქართულმა ოცნებამ“ უკვე 1890 ხელშეკრულება გააფორმა. „შეაჩერე კორუფციის“ მკვლევარებს, მსგავსი გარიგებები უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა სახეზე იყოს კორუფცია, რადგან უმეტეს შემთხვევაში ტენდერი არ ცხადდება.

ლევან იზორია ადასტურებს, რომ 300 ათასი რესტორნებისთვის ორ აგვისტოს ტენდერის გარეშე გამოიყო, თუმცა ამტკიცებს, რომ ერთი თვის განმავლობაში რესტორნების კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული და საუკეთესო შეარჩია.

წარმომადგენლობით ხარჯებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წელს უკვე მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა ეს პირველი ექვსი თვის მონაცემია, სადამდე გაიზრდება თანხა 31 დეკემბრამდე უცნობია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები