17 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ვანო ჩხარტიშვილი, "რიჟა" თუ "ზარალა" - ვინ იყიდის "რუსთავი 2-ს," მედიაში რამდენიმე ბიზნესმენი სახელდება

ვინ იყიდის "რუსთავი 2-ს"? - მას შემდეგ, რაც ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გაყიდვის გადაწყვეტილება გაასაჯაროვა, მედია არა ერთი ბიზნესმენის შესახებ ალაპარაკდა. ტელეკომპანიის სავარაუდო მყიდველების სიაში მოხვდა ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული და მისი ნდობით აღჭურვილი პირია. კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელსაც მედიაში "რუსთავი 2-ის" მყიდველად ასახელებენ გიორგი კაპანაძე, იგივე "რიჟაა." ისიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. ცნობილი, რომ რიჟა გიგი უგულავას საქმეში პროკურატურის "ოქროს მოწმე" იყო. იყიდის თუ არა "რუსთავი 2-ს" გიორგი რამიშვილი, იგივე ზარალა? ცნობილი ბიზნესმენი ასევე სავარაუდო მყიდველებს შორის დასახელდა, თუმცა თავად რამიშვილმა კურიერთან ეს ფაქტი უარყო.

დღის ამბები