17 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
PMC-ისა და IFO-ს ერთობლივი კვლევა - საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება

საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ამას ადასტურებს კვლევა, რომელიც წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების: PMC-ისა და IFO-ს მიერ ერთობლივად არის მომზადებული. დასკვნაში წერია, რომ წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური კლიმატი სწრაფად გაუარესდა. ნეგატიურად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა საანგარიშო პერიოდში. შეფასება გაუარესებულია, როგორც წინა კვარტალთან, ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ ყველაფერს კი თან ახლავს ლარის რეკორდული გაუფასურება. კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები და ქართველი ეკონომისტები მომდევნო 6 თვის განმავლობაშიც არასახარბიელო მდგომარეობას პროგნოზირებენ და ექსპორტისა და იმპორტის კიდევ უფრო შემცირებას აანონსებენ. 

დღის ამბები