19 აპრილი 2024,   06:15
ვრცლად
მაშველებმა სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს - არიან გარდაცვლილებიც

მაშველებმა სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს. ბელორუსიის ორი მოქალაქე გარდაცვლილია, ერთი - დაშავებული. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მაშველთა ჯგუფმა ნაპოვნი ტურისტები მესტიაში გადაიყვანა.

"112"-ში 3 ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება ღამით შევიდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები