17 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
"ურალის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავს ჩიტი შეეჯახა - ავია ლაინერი ავარიულად სიმინდის ყანაში დაეშვა

კომპანია "ურალის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავს ჩიტი შეეჯახა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო მასალა ინტერნეტით გავრცელდა. კადრები ერთ-ერთმა მგზავრმა გადაიღო. "ეარბას-321", რომელიც რეისს მოსკოვი-სიმფეროპოლის მიმართულებით ასრულებდა, ავარიულად მოსკოვის მახლობლად სიმინდის ყანაში დაეშვა.

თვითმფრინავს თითქმის აფრენისთანავე თოლია შეეჯახა, რის შემდეგაც ლაინერის ერთ-ერთ ძრავს ხანძარი გაუჩნდა.

ავარიული დაშვების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 17 ბავშვი. ბორტზე სულ 226 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.

დღის ამბები