17 ნოემბერი 2024,   23:18
ვრცლად
გაფიცვა ფოთში - ”ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ

ფოთში, შპს ”ბარვილ ჯორჯიას” თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულები ხელფასების მომატებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვას და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ. დღეს მათ გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი შეხვდა და პრობლემები მოისმინა. ის ,,ბარვილ ჯორჯიას" თანამშრომლების მოთხოვნებს საფუძვლიანს უწოდებს და სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.

შპს ,,ბარვილ ჯორჯიას" ადმინისტრაციას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. 

დღის ამბები