საპროტესტო შეტყობინებები ტელე იმედის ჟურნალისტებს. ტელეკომპანიის მიერ აგვისტოს ომის შესახებ სკანდალური ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორების ინიციატივით, ტელევიზიაში კრიტიკული წერილები გაიგზავნება, რომელიც სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებას ისახავს მიზნად.
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები მსურველებს დღეს 12:00 საათზე ელოდებიან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფოსტის შენობასთან, საიდანაც მოხდება ტელევიზიაში წერილების გაგზავნა.
„იდეა გაჩნდა სიუჟეტის ნახვისთანავე, რომ რაღაც პროტესტი უნდა გამოგვეხატა, რაღაც ფორმით. რადგან არ ვართ მოძალადე ხალხი, გვინდოდა მშვიდობიანი პროტესტი და ის, რომ იმედისთვის მიგვეწოდებინა ზუსტი აზრი. ამიტომ გადავწყვიტეთ, კრეატიული მიზნით, რეგიონები ჩავრთოთ ამ საქმეში და ჩვენც თბილისიდან, მივიდეთ და კონვერტით გავგზავნოთ წერილები, სადაც ეწერება მარტივი მესიჯი, ეს არის სინდისი, ნამუსი და სირცხვილია“-აცხადებს აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთ ორგანიზატორი გოგი ხოჭოლავა.