17 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
მავთულხლართებით გარშემორტყმული სოფელი - ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები დღეს გუგუტიანთკარში ჩავლენ

გუგუთიანთკარში, მავთუხლართებით გარშემორტყმულ სოფელში დღეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ჩავლენ. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე გაეცნონ ვითარებას და შესაძლებლობების ფარგლებში ადგილობრივებს დაეხმარონ.

სწორედ გუგუთიანთკარში მიმდინარე ბორდერიზაცია იყო მთავარი თემა, რომლის შესახებაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ინფორმაცია მიაწოდა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.

გადაცემა "სირცხვილიას" სტუმრები გუშინ, დეპუტატი ლევან კობერიძე და პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი იყვნენ.

„პროტესტის 58 დღეს გადავწყვიტეთ, რომ ჩავიდეთ იმ ახალ კერაში, რომელიც გაჩნდა ე.წ. საოკუპაციო ხაზთან. რეალურად ხდება ყოველდღიურად მიწის რაღაც ნაწილის, არა პატარა ნაწილის მიტაცება და გადმოწევა ამ მავთულხლართების. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება  არის აბსოლუტურად უძლური, ან კიდევ უარეს, რომ მას აქვს შეთანხმება რუსეთის ხელისუფლებასთან რაღაც კონკრეტულ საზღვრებზე ბრჭყალებში, რომელსაც ძალიან ასე მიზანმიმართულად მიჰყვება რუსეთის ხელისუფლება,“- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები