17 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელმოწერებს აგროვებს - შვილმოკლული მამა ბათუმში ჩავიდა 

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ის ბათუმში ჩავიდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს საქმე მიჩქმალოს და რეალურ დამნაშავეებს ხელი დააფაროს. შვილმოკლული მამა 100 ათასი ხელმოწერის შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. ის ყველა რეგიონში აპირებს ჩასვლას.

დღის ამბები