17 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
"არ არის იმ სტილის გოგო, რომ ბავშვი დაეტოვებინა, ალბათ ოჯახის შეეშინდა“ - ოზურგეთში, ახალშობილის მიტოვების შესახებ საუბრობენ

ოზურგეთში, თხილის პლანტაციაში მიტოვებული ახალშობილი - სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს. ტერიტორია, სადაც 31 წლის ქალმა ჩვილი დატოვა, კრიმინალისტებმა უკვე დატოვეს. 

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა საკუთარ სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა. ირკვევა, რომ დედამ ორსულობის შესახებ ოჯახის წევრებს დაუმალა, კვალის დაფარვის მიზნით კი ბავშვის მოცილება გადაწყვიტა. კლინიკაში ქალი ძლიერი სისხლდენით შეიყვანეს, ის არ ამბობდა რომ ქუჩაში იმშობიარა და შვილი ჰყავდა. საქმეში ბოლოს პოლიცია ჩაერთო და დედამ აღიარა, რომ ბავშვი გადააგდო.

პოლიციის თანამშრომლებმა ბავშვი თხილის პლანტაციებში იპოვეს. სამართალდამცველებს ტირილის ხმა შემოესმა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს ძებნა და მის ადგილსამყოფელს მიაკვლიეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახების შემდეგ, ახალშობილი კლინიკაში გადაიყვანეს.

ოზურგეთში ამბობენ, რომ 31 წლის ქალის ფეხმძიმობის შესახებ მის ოჯახში არაფერიო იცოდნენ. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ქალს ოჯახის წევრებისთვის ორსულობის გამხელის შეეშინდა. 

„ეს გოგო წესიერი, პატიოსანი და ზრდილობიანი გვგონია ჩვენ. აქ მოსული, მოკითხულ კაცი არ გვინახავს. რა ვიცი, კი დარჩა ასე დაორსულებული... ოჯახის პატრონმა არ იცის არაფერი... არც ეტყობოდა გოგოს, მუცელიც არ ჰქონდა დიდი.... ქალაქში მუშაობდა, ხან გადიოდა მაღაზიებს ალაგებდა ოზურგეთში და საღამოობით სულ ოჯახში იყო. ბავშვს უვლიდა, შვილი არ დაუტოვებია, გადაყოლილია ზედ. ცუდად გახდა  ალბათ და მერე მიაკითხავდა, არ დატოვებდა ბავშვს, არ არის იმ სტილის გოგო რომ ბავშვი დაეტოვებინა“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, რუსიკო გოგუაძე.

დღის ამბები