ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.