17 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა. კურსის მიხედვით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გუშინ დაადგინა  და რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, ერთი დოლარი 2.9232 ლარი ღირს, მაშინ როდესაც 2.9182 ლარი იყო. 

გაცილებით მაღალია კურსი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში და კერძო ბანკებში. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულება 2.94 თეთრს აღწევს. 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2395 ლარია. მოქმედი კურსი 3.2555 ლარს შეადგენდა. 

დღის ამბები