17 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
ხანძარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - სოფელი ონარიის დასახლებაში 6 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

ხანძარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - 4 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.  სოფელი ონარიის დასახლებაში, 6 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

ხანძრის მიზეზად, ელექტრო გაზ ქურაში გაჩენილი ცეცხლი სახელდება, საიდან ხანძარი გაზის ბალონზე გავრცელდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

ძლიერი ცეცხლი საცხოვრებელ ოთახებს და სახლის სახურავსაც მოედო, საიდან ხანძარი სხვა სახლებზეც გავრცელდა.

მოსახლეობა არ დაშავებულა თუმცა ბინის მეორე სართული მთლიანად დამწვარია.

დღის ამბები