17 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
ოჯახები, რომელთა სახლებიც გუგუტიანთკარში ოკუპანტების მიერ გავლებულ მავთულხლართებს მიღმა დარჩა, სამეურნეო მიწის ნაკვეთებს მიიღებენ 

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, რუსი ოკუპანტების მიერ ორად გაყოფილ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა. ციხელაშვილი იმ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რომელთა სახლ-კარიც, რამდენიმე დღის წინ, რუსი ოკუპანტების მიერ გავლებულ მავთულხლართებს მიღმა დარჩა. 

მინისტრის ინფორმაციით, სამი დაზარალებული ოჯახი სახელმწიფოსგან სამეურნეო მიწის ნაკვეთს მიღებს, რომელთა დამუშავებასაც შეძლებენ.

„ჩვენი ამოცანა ზოგადად გახლავთ ის, რომ არა მხოლოდ ამ სამ ოჯახს, ვგულისხმობ გუგუტიშვილების ოჯახი და რაზმის ოჯახი, რომელსაც უშუალოდ შეეხო გარკვეული ფორმით მავთულხლართების გავლების პროცესი, არამედ მთლიანად გუგუტიანთკარს და ყველა იმ სოფელს, დავუდგეთ გვერდით, რომელიც დღეს გახლეჩილია მავთულხლართებით. ასეთი 100-ზე მეტი სოფელია საქართველოში და აუცილებლად გავაგრძელებთ იმ 5 წლიან პროგრამას, რომელსაც ვახორციელებთ და მიმართულია საბაზისო საჭიროებების მოგვარებაზე,“- ამბობს ციხელაშვილი.

დღის ამბები