17 ნოემბერი 2024,   23:20
ვრცლად
ისინი გახარიას პოლიტპატიმრები არიან - 20 ივნისის ღამეს დაკავებულების დედები, შვილების გასათავისუფლებლად ხელმოწერებს აგროვებენ 

20 ივნისის სისხლიან ღამეს დაკავებულების დედები შვილების გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ. ამ დროისათვის მათ 2000-მდე ხელმოწერა აქვთ, თუმცა პროცესი ამით არ სრულდება. ისინი მხარდაჭერას ელოდებიან რეგიონებიდანაც.

„ყველასთვის ვაგროვებ ამ ხელმოწერებს. სულ ყველა უდანაშაულოა მანდ. ისინი არიან პოლიტპატიმრები გახარიასი. მინდა მჯეროდეს, რომ სამართლიანად წარიმართება სასამართლო პროცესი, თუმცა ამ უსამართლო ქვეყანაში არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს, მაგრამ მინდა ვირწმუნო ეს,“-ამბობს ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი.

პარალელურად კი 61-ე დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები დღესაც გადაცემა "სირცხვილიას" ფარგლებში სტუმრებს უმასპინძლებენ.

„ხელისუფლება არის აბსოლუტურად უუნარო იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რომლის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები, საქართველო მთლიანად. ეს არის მცოცავი ოკუპაცია. ჩვენ ვდგავართ აქ, ჩვენს ღირებულებებს, პრინციპებს ვიცავთ და დავიცავთ მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი ბოლო მოთხოვნა, რომელიც არის გიორგი გახარიას გადადგომა,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი რუხაძემ.

დღის ამბები