17 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
ასეთი მასშტაბური გატაცება არ ყოფილა - ახალუბანში ოკუპანტებისგან გატაცებული თანასოფლელების გათავისუფლებას ელოდებიან

ასეთი მასშტაბური გატაცება არ ყოფილა - ახალუბანში ამბობენ, რომ ოკუპანტების შიშით, სოფლის სასაფლაოსა და ეკლესიაში წასვლა სახიფათო გახდა. სწორედ ამ ტერიტორიიდან, ორი დღის წინ, რვა ახალგაზრდა გაიტაცეს. გატაცებულებს შორის შვიდი ახალუბნის მაცხოვრებელია, ერთი კი მეჯვრისხევიდან არის.

როგორც სოფელში ამბობენ,  გატაცებები მათი სოფლიდან დიდი ხანია ხდება, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა,როცა ერთდროულად ამდენი ახალგაზრდა დაატყვევეს.

„არ ყოფილა ეგეთი არაფერი 4 წლის უკან მეც გამიტაცეს, ნახირში ვიყავი და წამიყვანეს. მაშინ ტრაფარეტი არ იდო და მაგ ეკლესიიდან წაგვიყვანეს ჩვენც,“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ამავე თემაზე
დღის ამბები