17 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
"პუტინი არის ქურდი, დამნაშავე და მკვლელი" - გუგუტიანთკარში ევროპარლამენტის დეპუტატი და "თავისუფალი რუსეთის" წარმომადგენელი ჩავიდნენ

გუგუტიანთკარში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, ევროპარლამენტის დეპუტატი მარკეტს გრეგოროვა და ფონდ "თავისუფალი რუსეთი" წარმომადგენელი, იგორ კუროპტევი ​ჩავიდნენ. ისინი შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. 

"ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი, რომელიც გრძელდება. აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმას, რაც აქ ხდება და როგორც ადგილობრივებს ექცევიან. ავლებენ ღობეს მათი ბაღების და სახლების უკან. ამიტომ იძულებული არიან დატოვონ. ეს არის რუსული აგრესია და ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში დავაყენებ ამ საკითხს. ევროკავშირმა უნდა გააკეთოს მკაცრი განცხადება, რადგან რუსეთი აშკარად გამოცდას აწყობს რამდენად შორს შეუძლია წავიდეს ვიდრე მკაცრ პასუხს მიიღებს. მათ უნდა გაიგონ ყველასგან, რომ ამგვარი ქმედებები მიუღებელია. მე ახალი ევროპარლამენტის წევრი ვარ და მსურს შევცვალო ეს სიტუაცია,"-განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ჩეხეთიდან, მარკეტა გრეგოროვამ.

Image may contain: 4 people, people smiling, people standing, tree, sky, plant, grass, outdoor and natureკუროპტევი, რომელიც ანტიპუტინური განცხადებებით გამოირჩევა ამბობს, რომ რცხვენია, რადგან იმყოფება საქართველოში რუსული პასპორტით, მისი ქვეყნის ჯარისკაცები კი საქართველოს ტერიტროიას იტაცებენ. 

"თავისუფალი რუსეთის" წარმომადგენელი "რუსთავი2"-ის ჟურნალისტის, გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებულ მონოლოგსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ პუტინი მსგავს შეფასებას იმსახურებდა. 

 

"როგორც რუსეთის მოქალაქე ძალიან რთულია აქ ყოფნა. ხედავ, რომ შენი თანამემამულეები 20 მეტრში დგანან და მტრები არიან. მაგრამ ასეთია რეალობა. რუსეთის ჯარისკაცები ახდენენ ქართული ტერიტორიების ოკუპაციას, იპარავენ ქართულ მიწებს. ჩემს უკან ვხედავთ, როგორ ავლებენ ღობეს და ეუბნებიან ხალხს დატოვონ საკუთარი სახლები. ეს არის კატასტროფა. ვლადიმერ პუტინი არის ქურდი, დამნაშავე და მკვლელი. უამრავი ადამიანი დაიღუპა აქ და ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ომი არ დასრულებულა. იმედი მაქვს საერთაშორისო გაერთიანება უფრო მეტად ეფექტური და ძლიერი იქნება, რომ ეს ყველაფერი შეაჩეროს,"-განაცხადა ფონდ ”თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, იგორ კუროპტევმა.

დღის ამბები