17 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ხანძარი ლაგოდეხში - ადგილზე 9 სახანძრო ბრიგადა მუშაობს 

ხანძარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს მოედო.

ხანძარი დასახლებასთან ახლოს არ არის, ამიტომ, საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების საშიშროება არ დგას.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ხანძრის ლოკალიზების მიზნით ადგილზე 9 სახანძრო მანქანა მუშაობს.

დღის ამბები