17 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ახალი სია მიუღებელი იქნება, დავტოვებ უმრავლესობას - ბიძინა გეგიძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბიძინა გეგიძე სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დაბარებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნა მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება.

გეგიძე იმ წყალგამყოფზე საუბრობს, რის გამოც ის მმართველ გუნდს დატოვებს. დეპუტატის განცხადებით, უთანხმოება თანაგუნდელებთან მას უვადო მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით აქვს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სია მისთვის მიუღებელი იქნება მმართველ გუნდს დატოვებს. 

Image result for ბიძინა გეგიძე"უზენაესი სასამართლოს თემა როცა დაიწყო, წინა წლის დეკემბერში, მე მაშინვე ვთქვი, რომ ჩემთვის მთავარია შედეგი. ის პირველი სია რომელიც შემოვიდა მაშინ ეს იყო მიუღებელია და ეს პროცესი რასაც ვუყურებ და ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, ამ პროცესმა ჩემში  ვერ შექმნა ოპტიმიზმი,რომ ამ პროცესს ნდობა გამოვუცხადო, გასაუბრებები ხომ ნახეთ ყველამ. მთელმა პროცესმა ჩემში ვერ გამოიწვია ოპტიმიზმი, რომ მე მხარდაჭერა გამოვუცხადო ამ სიას. პროდუქტი სიის სახით, რომელიც შემოვა პარლამენტში, დავტოვებ უმრავლესობას, ამ სიტყვას დავიჭერ, არ გადავალ და თუ ეს სია ვერ დაიმსახურებს ჩემს მხარდაჭერას, იმდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს თემა ჩემთვის, რომ მე უმრავლესობიდან უნდა წავიდე, მით უმეტეს თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს,“-ამბობს ბიძინა გეგიძე. 

გეგიძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე თავი დღეს პრაქტიკულად პოლიტიკური დევნის მსხვერპლად გამოაცხადა.  დეპუტატმა განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მან საკუთარი თანაგუნდელების კრიტიკა დაიწყო. გეგიძემ ახსენა გიორგი კვირიკაშვილიც, რომელიც მისი მეგობარია და მიანიშნა, რომ გამოძიება კვირიკაშვილის გადაყენებიდან მალევე დაიწყო. 

გეგიძე ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ გამოძიება არ არის სამართლებრივი და ის პოლიტიკურია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები