გიორგი ჭანტურიას შვილი მამის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.
განცხადებით, მთავარ პროკურატურას მან მოქლაქეთა გარკვეულ ჯგუფთან ერთად მიმართა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტის თავმჯდომარეს დღეს 60 წელი შესრულდებოდა.
მისი ახლობლები, ოჯახის წევრები და თანამებრძოლები გიორგი ჭანტურიას საფლავთან შეიკრიბნენ და სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.