17 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ოჯახები ინგრევა და ცოლ-ქმარი სცილდება და პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია - ვოლსკი პარტიიდან გეგიძის შესაძლო გარიცხვაზე საუბრობს

ბიძინა გეგიძეს თამამი განცხადებები შესაძლოა, დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ გეგიძეს უმრავლესობა დაატოვებინონ. გიორგი ვოლსკი გეგიძეს ურჩევს ხმამაღალი განცხადებების ნაცვლად, თავად გააკეთოს განმარტება იმ კითხვებზე, რომელიც მასთან გამოძიებას აქვს.

"გახარიაზეც არასწორი იყო რასაც აკეთებდა განცხადებას იმიტომ, რომ ყველა კარგად ხედავს რაც მოხდა და რა განსხვავებაა დანაშაულებრივ სახელმწიფოსა და სახელმწიფოს შორის, რომელიც იგერიებს ამ დამნაშავეების მიერ ორგანიზებულ შეტევას, ძალიან კარგად იცის ეს და პოლიტიკურად ხმამაღალი განცხადების გაკეთებას, სჯობს უთხრას საზოგადოებას, თავის კოლეგებს, რამდენად რეალურია ის შეკითხვები, რომელიც გამოძიებას მის მიმართ გააჩნია.

"ბიძინა ივანიშვილისკენ ხელის გაშვერა ეს არის ის სტილი და მეთოდი, რომელსაც აჰყვა ბიძინა გეგიძე და ჩადგა "ნაციონალური მოძრაობის" ამ სტრატეგიის მატარებელთა რიგებში. არასწორი იყო მისი გადაწყვეტილება, არც მელიასთან დაკავშირებით და არც გახარიასთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ იყო სწორი და მეორე, თუკი რაიმე საქმე აღიძრა შარშან აგვისტოში, ამის თაობაზე უნდა გაეკეთებინა განცხადება, ვინაიდან მას ავალდებულებს ამას თავის დეპუტატის მანდატი.

"თუკი მისი პოზიცია არ შეესაბამება უმრავლესობის პოზიციას, ის უმტკივნეულოდ უნდა ჩამოშორდეს იგი უმრავლესობას. ოჯახები ინგრევა და ცოლ-ქმარი სცილდება რა გახდა ახლა პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია, არ ემთხვევა პოზიციები და ორი სუბიექტი, ან ჯგუფი ან ადამიანები უნდა დასცილდნენ ერთმანეთს ამაში ტრაგედიას ვერაფერს ვხედავ.

"ამ უთანხმოების შედეგი იქნება ის, რომ ეს ადამიანები, ჩვენ უმრავლესობის დიდი ნაწილი და ბიძინა გეგიძე, ისე როგორც სხვანი გავიდნენ უმრავლესობიდან მოხდება გასვლა, გარიცხვის საკითხთან დაკავშირებით ჩემი პირადი დამოკიდებულებაა უარყოფითი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გამოვრიცხოთ,“-აცხადებს ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბიძინა გეგიძე დღეს სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაკითხვაზე დაიბარეს, გეგიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მისმა თანაგუნდელებმა პოლიტიკური დევნა დაიწყეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები